ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ასპარეზობს.
გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება – ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და უშანგი კოკაური (+90 კგ.).
ტურნირის პირველ შეხვედრაში „ოქროს გორელები“ გერმანულ „ლაიფციგს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 4-1 დაამარცხეს.
დაპირისპირების ბედი მესამე შეხვედრაში გადაწყდა, როდესაც ლუკა მაისურაძემ ჰანეს კონრადი დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში დაამარცხა და „გოლდენ გორი“ 3-0 დააწინაურა.
გორელების ერთადერთი მარცხი უშანგი კოკაურის ანგარიშზეა. ბოლო, მეხუთე ორთაბრძოლა მან ენდი გრანდასთან დათმო.