„ოქროს ბურთის“ ორგანიზატორებმა არ იციან, როგორ გაიმართება 2020 წლის დაჯილდოება
„ოქროს ბურთის“ ორგანიზატორებმა არ იციან, როგორ გაიმართება 2020 წლის დაჯილდოება

„ოქროს ბურთის“ ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ არ იციან კორონავირუსის პანდემიამ, როგორ შეიძლება იმოქმედოს 2020 წელს ცერემონიის ჩატარებაზე.

„ჩვენამდე, „ოქროს ბურთის” ორგანიზატორებამდე ყოველთვის ბევრი ჭორი მოდის. როგორც წესი, ეს ხდება სექტემბერსა და ოქტომბერში, მაგრამ წელს ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო. დღემდე არ არის არანაირი გადაწყვეტილება „ოქროს ბურთთან” დაკავშირებით. ჩემში არანაირი დამაჯერებლობა არ იგრძნობა.

ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ის, რაც ხდება. არ ვიცით, გაიმართება თუ არა ჩემპიონთა ლიგა, გააუქმეს ევრო 2020 და ოლიმპიადა, ჩვენთვის კი ეს მნიშვნელოვანია, როცა ლაპარაკი იწყება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის„ოქროს ბურთის“ გადაცემაზე. საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამთ, ვაკვირდებით და გვინდა გავიგოთ – როგორ დასრულდება სეზონი“, – განაცხადა ფრანგული ყოველკვირეულის „ფრანს ფუტბოლის“ მთავარმა რედაქტორმა პასკალ ფერემ.

„ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელია „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი.

ცერემონია ყოველი წლის დეკემბერში იმართება.