„ოქროს ბუცი 2021“ - რონალდო ლევანდოვსკის 11 გოლამდე მიუახლოვდა #1TVSPORT
„ოქროს ბუცი 2021“ - რონალდო ლევანდოვსკის 11 გოლამდე მიუახლოვდა #1TVSPORT

მორიგი საკლუბო უქმეების შემდეგ, „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში მეორე ადგილზე გადავიდა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. მან „ტორინოსთან“ ტურინულ დერბიში ერთი გოლი გაიტანა, გაუსწრო „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის და 11 გოლამდე მიუახლოვდა „ბაიერნის“ თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც ტრავმის გამო 3-4 კვირას გამოტოვებს.

„ოქროს ბუცის“ რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 70 (35×2)
  2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 48 (24×2)
  3. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 46 (23×2)
  4. ანდრე სილვა (აინტრახტი) – 44 (22×2)
  5. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 42 (21×2)
  6. კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 40.5 (27×1.5)
  7. კილიან მბაპე (პსჟ) – 40 (20×2)
  8. რომელუ ლუკაკუ (ინტერი)- 40 (20×2)
  9. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 39 (265)
  10. ლუის სუარესი (ატლეტიკო) – 38 (19×2)
  11. ხერარდ მორენო (ვილიარეალი)- 38 (19×2)
  12. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)- 38 (19×2)
  13. ამაჰლ პელეგრინო (კრისტიანსუნდი) – 37.5 (25×1.5)
  14. გეორგიოს გიაკუმაკისი (ვენლო) – 36 (24×1.5)
  15. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 36 (18×2)
  16. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 36 (18×2)
  17. ლუის მურიელი (ატალანტა) – 36 (18×2)
  18. პატსონ დაკა (ზალცბურგი) – 34.5 (23×1.5)
  19. ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი) – 34 (17×2)
  20. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 32 (16×2)

„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP-5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.