რობერტ ლევანდოვსკი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს #1TVSPORT

პოლონეთის ნაკრებს ოთხშაბათს, ინგლისთან მსოფლიოს ჩემპიონატის გასვლით მატჩში თავისი ლიდერის რობერტ ლევანდოვსკის გარეშე მოუწევს თამაში. „ბაიერნის“ ფორვარდმა ანდორასთან შესარჩევ მატჩში მიიღო ტრავმა და მთავარ მწვრთნელს პაულო სოუზას მისი მოედნიდან გაყვანა მოუწია.

„მან მუხლის არეში ტკივილი იგრძნო. იმედია, ტრავმა სერიოზული არ არის“, – განაცხადა მატჩის შემდეგ პოლონელთა დამრიგებელმა.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ლევანდოვსკი ვერ ითამაშებს ინგლისის წინააღმდეგ.

დატოვე კომენტარი