მორიგი საკლუბო უქმეების შემდეგ, „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში პოზიცია გაიმყარა „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და „მაინცის“ კარში ერთი გოლი გაიტანა.
დაძაბული სიტუაციაა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში – ამ პოზიციას ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი იყოფს, მათ შორის, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი.
„ოქროს ბუცის“ რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
- რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 72 (36×2)
- კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 50 (25×2)
- ანდრე სილვა (აინტრახტი) – 50 (25×2)
- ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 50 (25×2)
- კილიან მბაპე (პსჟ) – 50 (25×2)
- ლიონელ მესი (ბარსელონა) – 50 (25×2)
- პოლ ონუაჩუ (გენკი) – 43.5 (29×1.5)
- ქარიმ ბენზემა (რეალი) – 42 (21×2)
- ჰარი კეინი (ტოტენჰემი)-42 (21×2)
- რომელუ ლუკაკუ (ინტერი)-42 (21×2)
- კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 40.5 (27×1.5)
- ხერარდ მორენო (ვილიარეალი)- 40 (20×2)
- ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი) – 40 (20×2)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 40 (20×2)
- ლუის სუარესი (ატლეტიკო) – 38 (19×2)
- ლუის მურიელი (ატალანტა) – 38 (19×2)
- სიმი (კროტონე) – 38 (19×2)
- ამაჰლ პელეგრინო (კრისტიანსუნდი) – 37.5 (25×1.5)
- პატსონ დაკა (ზალცბურგი) – 36 (24×1.5)
- გეორგიოს გიაკუმაკისი (ვენლო) – 36 (24×1.5)
- ჩირო იმობილე (ლაციო) – 36 (18×2)
- ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 36 (18×2)
- მემფის დეპაი (ლიონი) – 36 (18×2)
„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP-5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.