„ოქროს ბუცი 2021“ - ლევანდოვსკი ისევ 11 გოლით ლიდერობს #1TVSPORT
„ოქროს ბუცი 2021“ - ლევანდოვსკი ისევ 11 გოლით ლიდერობს #1TVSPORT

მორიგი საკლუბო უქმეების შემდეგ, „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში პოზიცია გაიმყარა „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და „მაინცის“ კარში ერთი გოლი გაიტანა.

დაძაბული სიტუაციაა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში – ამ პოზიციას ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი იყოფს, მათ შორის, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი.

„ოქროს ბუცის“ რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 72 (36×2)
  2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 50 (25×2)
  3. ანდრე სილვა (აინტრახტი) – 50 (25×2)
  4. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 50 (25×2)
  5. კილიან მბაპე (პსჟ) – 50 (25×2)
  6. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 50 (25×2)
  7. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 43.5 (29×1.5)
  8. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 42 (21×2)
  9. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)-42 (21×2)
  10. რომელუ ლუკაკუ (ინტერი)-42 (21×2)
  11. კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 40.5 (27×1.5)
  12. ხერარდ მორენო (ვილიარეალი)- 40 (20×2)
  13. ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი) – 40 (20×2)
  14. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 40 (20×2)
  15. ლუის სუარესი (ატლეტიკო) – 38 (19×2)
  16. ლუის მურიელი (ატალანტა) – 38 (19×2)
  17. სიმი (კროტონე) – 38 (19×2)
  18. ამაჰლ პელეგრინო (კრისტიანსუნდი) – 37.5 (25×1.5)
  19. პატსონ დაკა (ზალცბურგი) – 36 (24×1.5)
  20. გეორგიოს გიაკუმაკისი (ვენლო) – 36 (24×1.5)
  21. ჩირო იმობილე (ლაციო) – 36 (18×2)
  22. ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 36 (18×2)
  23. მემფის დეპაი (ლიონი) – 36 (18×2)

„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP-5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.