„ომიკრონი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე საშიში შტამების განახლებულ სიაში მოხვდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს მსოფლიოში არსებული კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამების განახლებული სია გამოაქვეყნა. აღნიშნულ ხუთეულში ახალი შტამი სახელწოდებით „ომიკრონიც“ მოექცა.
კორონავირუსის ტოპ ხუთი საშიში შტამია:
ალფა (ბრიტანული) – აღმოაჩინეს 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში;
ბეტა (სამხრეთ აფრიკული) – აღმოაჩინეს 2020 წლის მაისში სამხრეთ აფრიკაში;
გამა (ბრაზილიური) – აღმოაჩინეს 2020 წლის ნოემბერში ბრაზილიაში;
დელტა (ინდური) – აღმოაჩინეს 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში;
ომიკრონი – აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთ რეგიონის ქვეყნებში 2021 წლის ნოემბერში.
ახალი შტამი „ომიკრონი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე დააკვალიფიცირა „შეშფოთების გამომწვევად“.