„ომიკრონი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე საშიში შტამების განახლებულ სიაში მოხვდა
„ომიკრონი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე საშიში შტამების განახლებულ სიაში მოხვდა

​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს მსოფლიოში არსებული კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამების განახლებული სია გამოაქვეყნა. აღნიშნულ ხუთეულში ახალი შტამი სახელწოდებით „ომიკრონიც“ მოექცა.

კორონავირუსის ტოპ ხუთი საშიში შტამია:

ალფა (ბრიტანული) – აღმოაჩინეს 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში;

ბეტა (სამხრეთ აფრიკული) – აღმოაჩინეს 2020 წლის მაისში სამხრეთ აფრიკაში;

გამა (ბრაზილიური) – აღმოაჩინეს 2020 წლის ნოემბერში ბრაზილიაში;

დელტა (ინდური) – აღმოაჩინეს 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში;

ომიკრონი – აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთ რეგიონის ქვეყნებში 2021 წლის ნოემბერში.

ახალი შტამი „ომიკრონი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე დააკვალიფიცირა „შეშფოთების გამომწვევად“.

დატოვე კომენტარი