ოლეკსანდრ უსიკი - რუსეთი ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს ხოცავს და ამას ფაშიზმთან ბრძოლად ასაღებს [ვიდეო] #1TVSPORT
ოლეკსანდრ უსიკი - რუსეთი ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს ხოცავს და ამას ფაშიზმთან ბრძოლად ასაღებს [ვიდეო] #1TVSPORT

დაუმარცხებელმა უკრაინელმა მოკრივემ, ოლეკსანდრ უსიკმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მსოფლიო ჩემპიონმა რუსეთის მხრიდან გაუგონარ სისატიკესა და რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ფაშიზმთან ბრძოლად ასაღებს:

„რუსეთი ჩვენს ქალაქებს ანადგურებს, ბომბავს და აცხადებს, რომ ფაშიზმს ებრძვის. თქვენ ჩვენი ცოლების, ჩვენი შვილებისა და ჩვენი მოხუცების წინააღმდეგ იბრძვით! ანადგურებთ საავადმყოფოებს, სკოლებს, ქალაქებს. ცრუობთ და ამ ყველაფერს „სპეცოპერაციას“ უწოდებთ. იმასაც იტყუებით, თითქოს რაკეტებს მხოლოდ ჩვენს სამხედრო ობიექტებს ესვრით.

ჩვენს საკუთარ ქვეყანაში ვართ. უკრაინას ისევ ავაშენებთ. ყველაფერს გავიღებთ, რაც გაგვაჩნია. დიდი მადლობა ყველა უკრაინელს, ვინც სამშობლოსთვის იბრძვის! ხალხს მივმართავ, ილოცეთ ყოველთვის, როცა სახლიდან გამოხვალთ. ილოცეთ ჩვენი არმიისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ სამშობლოს იცავს. იესო ქრისტე შეგვეწევა, რადგან ის ხედავს, რა ხდება. დიდება უფალს, დიდება უკრაინას, მშვიდობა ყველას!“

ოლეკსანდრ უსიკმა, რომელიც ოჯახთან ერთად უკრაინაში დარჩა, აღნიშნა, რომ უკრაინელ და რუს ხალხს შორის გაჩენილმა უფსკრულმა უკვე თაობები მოიცვა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Usyk. КОТ. Aleksandr (@usykaa)