„ბრონდბიუ“ უკრაინელ ბავშვებს ეხმარება, ულტრასები კი უკრაინის დამცველებს შეუერთდნენ #1TVSPORT
„ბრონდბიუ“ უკრაინელ ბავშვებს ეხმარება, ულტრასები კი უკრაინის დამცველებს შეუერთდნენ #1TVSPORT

უკრაინა მხარდაჭერას მთელი მსოფლიოდან იღებს. ოკუპაციასთან მებრძოლ ქვეყანას გვერდში დანიური „ბრონდბიუც“დაუდგა, რომელიც უკრაინელ ბავშვებს დაეხმარება, ხოლო კლუბის რამდენიმე გულშემატკივარმა ქვეყნის რუსეთთან ბრძოლაში იარაღით დახმარებაც გადაწყვიტა.

პოპულარული დანიური კლუბის რამდენიმე გულშემატკივარი უკრაინაში ჩავიდა, რათა რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქვეყნის დამცველებს დაეხმარონ – ამტკიცებს BuckarooBanzai. ფოტო ტვიტერზე გამოჩნდა. კოპენჰაგენის კლუბის ულტრასები პუტინის აგრესიას ვერ შეეგუენ, ახლა კიევში იმყოფებიან და მზად არიან უკრაინის დასაცავად.

თავად „ბრონდბიუმ“უკრაინის დახმარების ფონდი დააფუძნა და თანხები შეაგროვა. ამას გარდა, გუნდი ჩემპიონატის შეხვედრაში „სენერიუსკთან“ მატჩში მოედანზე გავიდა ფორმაში, რომელზეც უკრაინის დროშა იყო გამოსახული. ახლა ეს ფორმები აუქციონზე გაიყიდება, ხოლო თანხა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.

დანიის ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ბავშვების თანადგომა გადაწყვიტა და მოუწოდა „ბრონდბიუს“ გულშემატკივრებს, შემოწირულობები შეაგროვონ.