ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მაუწყებელთან – RTL-თან ინტერვიუში განაცხადა.

ოლაფ შოლცა ასევე შეშფოთება გამოთქვა ომის შესაძლო ესკალაციის გამო.

„რუსეთისთვის აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალია და ეს არის უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა. ეს არ ნიშნავს დიქტატით მშვიდობის მიღწევას, ტერიტორიის ნაწილის წართმევას და შემდეგ თქმას „აქ მოაწერეთ ხელი“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, დასავლეთისთვის მიუღებელი იქნება საზღვრების ცვლილება, რომლებსაც უკრაინა ეწინააღმდეგება.