იორდანიის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ მამაკაცს, რომლებიც კარაკის სამხრეთ პროვინციაში ეკლესიაზე თავდასხმაში არიან ბრალდებულები
იორდანიის სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლომ სამ მამაკაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მამაკაცები გასულ თვეში კარაკის სამხრეთ პროვინციაში ეკლესიაზე თავდასხმაში არიან ბრალდებულები, რომლის დროსაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სასამართლომ მამაკაცები დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტების განხორციელებაში, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ისინი ასევე დამნაშავედ ცნეს ტერორისტული მიზნებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობაში და ტერორისტული ჯგუფის იდეოლოგიის ხელშეწყობაში.
სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებასა და ავტომატურ გადახედვას ექვემდებარება.
ცნობისთვის, 23 ოქტომბერს, შეიარაღებულმა პირებმა იორდანიის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონიის დროს ცეცხლი გახსნეს. ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის დროს დაიღუპა ცხრა და დაიჭრა 34 ადამიანი.