ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმა არც ისე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება

00:07, 02.09.2022
German Chancellor Olaf Scholz speaks during a news conference in Skopje, North Macedonia June 11, 2022. REUTERS/Ognen Teofilovski

German Chancellor Olaf Scholz speaks during a news conference in Skopje, North Macedonia June 11, 2022. REUTERS/Ognen Teofilovski

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმა არც ისე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ განცხადება კანცლერმა ჰესენში, მოქალაქეებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყანა კარგად არის მომზადებული ზამთრისთვის და შეუძლია, გაუმკლავდეს ნებისმიერ შეფერხებას, რომელიც შესაძლოა, მოჰყვეს რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტას.

„ძალიან რთულიც რომ იყოს, სავარაუდოდ ამ ზამთარს გადავიტანთ“, – განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, გერმანიას შეუძლია, მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს ნორვეგიისგან და ნიდერლანდებისგან. შოლცმა ასევე მხარი დაუჭირა ესპანეთიდან საფრანგეთის გავლით გაზსადენის მშენებლობას.

გერმანიის კანცლერის თქმით, მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, გერმანიამ ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე უნდა იმუშაოს.

მსგავსი