ოფიციალურად - უაილდერი 18 მაისს იჩხუბებს
ოფიციალურად - უაილდერი 18 მაისს იჩხუბებს

მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ვერსიით სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი, თავის მომდევნო ორთაბრძოლას 18 მაისს გამართავს. მისი მეტოქე იქნება თანამემამულე დომინიკ ბრიზილი. ბრძოლას ნიუ-იორკი უმასპინძლებს.

შეხვედრის ტრანსლიაციის უფლება აქვს ტელეარხ შოუთაიმს (Showtime).

დეონტეი უაილდერისთვის ეს იქნება ტიტულის მეცხრე დაცვა. სულ მას პროფესიულ რიგზე 41 ბრძოლაში 40 მოგება და ერთი ფრე აქვს. რაც შეეხება ბრიზილს, მან 20 ბრძოლა მოიგო და ერთხელ დამარცხდა – 2016 წელს, ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან.