ლეგენდარული რალი-რეიდი „დაკარი“ 2020 წელს საუდის არაბეთში გაიმართება, რის შესახებაც ოფიციალურად იტყობინება ავტომარათონის პრეს-სამსახური.
კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ არაოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, რომ ხელშეკრულება ხუთწლიანი იქნება.
30 წლის განმავლობაში „დაკარი“ აფრიკაში იმართებოდა, მაგრამ ტერორისტული აქტების შიშით, 2009 წელს რალი-რეიდი სამხრეთ ამერიკაში გადაიტანეს.
2020 წლის რალის მარშრუტის პრეზენტაცია მოგვიანებით გაიმართება.