ოფიციალურად - „ინტერმა“ ერიქსენის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
სერია A-ს ლიდერის „ინტერის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა დანიელი ნახევარმცველის კრისტიან ერიქსენის წასვლის შესახებ.
მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გააუქმეს. საქმე ისაა, რომ იტალიის ჩემპიონატში აკრძალულია კარდიოვერტერ-დეფიბლირატორით თამაში. ეს არის ინპლანტი, რომელიც ერიქსენის სხეულშია ჩამონტაჟებული.
12 ივნისს, ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის მატჩის 43-ე წუთზე ერიქსენს გული გაუჩერდა და მინდორზე დაეცა. დანიის ნაკრების სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა შეძლეს ფეხბურთელის რეანიმირება, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.