ოფიციალურად - ევრო 2020-ზე გუნდებს განაცხადში 26 ფეხბურთელი ეყოლებათ #1TVSPORT
უეფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს 23-დან 26 მოთამაშემდე შეეძლებათ განაცხადების გაზრდა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ივნისი, მაგრამ გუნდებს უფლება ექნებათ პირველ მატჩამდე შეუზღუდავი რაოდენობის ცვლილება განახორციელონ სერიოზული ტრავმის ან ავადმყოფობის შემთხვევაში. ასევე ყოველი მატჩის წინ ნებადართული იქნება განაცხადში მეკარის შეცვლა.
ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.