გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი საუდის არაბეთის „ალ-კადისიაში“ გადავიდა, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
პრესის მონაცემებით, 35 წლის ფეხბურთელის ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 20 მილიონი ევრო იქნება. ასევე ირკვევა, რომ ობამეიანგის წინა კლუბი – „მარსელი“ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს.
გასულ სეზონში ჩატარებულ 51 ოფიციალურ მატჩში ობამეიანგმა 30 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.