„ჩელსი“ ზაფხულში 11 ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს #1TVSPORT
„ჩელსი“ ზაფხულში 11 ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“ მზად არის, უახლესი სატრანსფერო ფანჯრისას 11 ფეხბურთელს გამოეთხოვოს, – ამის შესახებ წერს გამოცემა The Athletic-ი.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი ღია იქნება ბენჯამინ ჩილუელის, მეისონ მაუნტის, მატეო კოვაჩიჩის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის, კრისტიან პულიშიჩის, რუბენ ლოფტუს-ჩიკის, სესარ ასპილიკუეტას, კონორ გალაჰერის, ჰაკიმ ზიეშის, კაი ჰავერცისა და რაჰიმ სტერლინგის გასაყიდად.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიმ“ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 611 მილიონი ევრო დახარჯა. მიუხედავად ამისა, პრემიერლიგაში გუნდი 26 მატჩის შემდეგ მე-10 ადგილზე იმყოფება.