„ჩელსიმ“ ობამეიანგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა - ფორვარდმა ლონდონი დატოვა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ ობამეიანგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა - ფორვარდმა ლონდონი დატოვა #1TVSPORT

„ჩელსის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონიდან გაემგზავრა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისთვის გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.

როგორც გაზეთი The Telegraph-ი წერს, 33 წლის ფეხბურთელი მილანში გაფრინდა. ის იმედგაცრუებულია კლუბის ხელძღვანელობის გადაწყვეტილებით. ობამეიანგმა გადაწყვიტა, გარკვეული დრო ოჯახთან ერთად გაატაროს და საკუთარ მომავალზე იფიქროს.

ობამეიანგი „ჩელსიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა „ბარსელონადან“. 2022-23 წლების სეზონში გაბონელმა 17 მატჩში სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში სამი ახალწვეული შეიყვანა – მიხაილ მუდრიკი, ენცო ფერნანდესი და ჟოაო ფელიქსი.