ნუგზარ წურწუმია ოცდასამწლამდე სპორტსმენებს შორის ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)
ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) თურქეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელი ერკემ ოზთურქი დაძაბულ ბრძოლაში 11-8 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველივე წუთზე მასპინძელმა წურწუმიას 2 ქულის საპასუხოდ 8 ქულა აიღო და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო.
ნუგზარ წურწუმიამ შეხვედრა მეთოდურად შემოაბრუნა, თუმცა დაპირისპირების დასრულებამდე 40 წამით ადრე წინ კვლავ ოზთურქი იყო (8:7).
წურწუმიამ ბოლო წამებზე მეტოქეს ეფექტური გდება გაუკეთა, რომელიც 4 ქულად შეფასდა და საბოლოო ჯამში ქართველმა მოჭიდავებ 8:11 იმარჯვა.