მსოფლიოს მოქმედმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორტზე ვარჯიშები დაიწყო.
„დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ინსტაგრამზე ვარჯიშის ვიდეო განათავსა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ამ სეზონში ჩატარებული „დიდი სლემის“ ერთადერთი ტურნირის – ავსტრალიის ღიას გამარჯვებულია.
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისამდე ყველა რანგის პროფესიული ტურნირის ჩატარება აკრძალულია.