ნოვაკ ჯოკოვიჩი თვითიზოლაციის შემდეგ, კორტზე დაბრუნდა (ვიდეო)
ნოვაკ ჯოკოვიჩი თვითიზოლაციის შემდეგ, კორტზე დაბრუნდა (ვიდეო)

მსოფლიოს მოქმედმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორტზე ვარჯიშები დაიწყო.

„დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ინსტაგრამზე ვარჯიშის ვიდეო განათავსა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამ სეზონში ჩატარებული „დიდი სლემის“ ერთადერთი ტურნირის – ავსტრალიის ღიას გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისამდე ყველა რანგის პროფესიული ტურნირის ჩატარება აკრძალულია.