ნიუ ორლეანი ჯრუ ჰოლიდეის გაცვლასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს
ნიუ ორლეანი ჯრუ ჰოლიდეის გაცვლასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს

„ნიუ ორლეან პელიკანსის“ ხელმძღვანელობა ამჟამად ჯრუ ჰოლიდეის გაცვლაზე მუშაობს. The Athletic-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ჰოლიდეის გუნდში გადმოყვანის სურვილი არაერთ გუნდს აქვს.

30 წლის დამცველი გასულ სეზონზე „ნიუ ორლეანის“ შემადგენლობაში მატჩში საშუალოდ 19.1 ქულას, 6.7 პასს, 4.8 მოხსნასა და 1.6 ჩაჭრას აგროვებდა, მოედანზე კი საშუალოდ 34.7 წუთს ატარებდა.