„ნიუ ორლეანი“ ინგრამის გუნდიდან გაშვებას განიხილავს
„ნიუ ორლეანი“ ინგრამის გუნდიდან გაშვებას განიხილავს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა სპორტული ლიგები გაურკვეველი დროით არის შეჩერებული.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება პანდემია პლანეტაზე და აქედან გამომდინარე ვერავინ ამბობს კონკრეტულად, როდის განახლდება სეზონები სპორტულ ლიგებში. თუმცა, ნბა-ში გუნდები აქტიურად მუშაობენ სატრანსფერო პოლიტიკაზე.

ჟურნალისტი კრის ფედორი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ნიუ ორლეან პელიკანსი” ნრენდონ ინგრამის სანაცვლოდ მზად არის ვარიანტები განიხილოს.