კრის მიდლტონის განცხადებით, „მილუოკის“ კალათბურთელებმა იანისს დაბადების დღეზე 19 კალამი აჩუქეს, იმისათვის, რომ მან „ბაქსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს
„მილუოკიმ“ ახალი რეგულარულის დაწყებამდე სატრანსფერო ფანჯარა კარგად გამოიყენა და გუნდში საკმაოდ საინტერესო ცვლილებები განახორციელა. გუნდის ხელმძღვანელობა ცდას არ აკლებს, რომ შექმნას ისეთი კოლექტივი, რომელიც სუპერფინალში გასვლასა და ბეჭდისთვის ბრძოლას შეძლებს.
გაცვლის შედეგად მომავალი სეზონიდან „მილუოკის“ ღირსებას ჯრუ ჰოლიდეი დაიცავს. ამჟამად „ბაქსის“ მთავარ ამოცანას იანის ანტეტოკუნმპოს შენარჩუნება წარმოადგენს. უახლოეს დღეებში „მილუოკი“ ბერძენ სუპერვარსკვლავს მაქსიმალურ კონტრაქტს შესთავაზებს, რის შემდეგაც საბოლოოდ გახდება ცნობილი იანისის გადაწყვეტილება.
ანტეტოკუნმპოს 26 წელი შაბათს შეუსრულდა. იანისის თანაგუნდელი კრის მიდლტონი აცხადებს, რომ მან გუნდელებთან ერთად ბერძენს 19 კალამი აჩუქა, იმისათვის, რომ მან „მილუოკისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
“Me and PC thought the perfect gift to him from his teammates would be to give him a pen. So, 19 pens in his locker for a birthday present. I told him those should be some of the best birthday gifts he’s ever gotten. So, hopefully he enjoys it and uses it.” – @Khris22m
— Eric Nehm (@eric_nehm) December 6, 2020