„მილუოკიმ“ და „ნიუ ორლეანმა“ მოილაპარაკეს – ჯრუ ჰოლიდეი „ბაქსში“ გადადის
ჯრუ ჰოლიდეის შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით ამერიკულ მედიაში საუბრები ნოემბრის დასაწყისში დაიწყეს. პოტენციურ ახალ გუნდად თავდაპირველად „ატლანტა ჰოუქსი“ მოიაზრებოდა, თუმცა შემდგომ The Athletic-ის ჟურნალისტმა შემს ჩარანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯრუ ჰოლიდეის ახალი გუნდი „მილუოკი ბაქსი“ იქნება. მის ნაცვლად „პელიკანსი“ მიიღებს ერიკ ბლედსოუს, ჯორჯ ჰილსა და დრაფტის მოთამაშეს „მილუოკისგან“.
როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე დღეებში „მილუოკი” იანის ანტეტოკუნმპოს მაქსიმალურ კონტრაქტს შესთავაზებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბერძენი სუპერვარსკლავი. იმ შემთხვევაში თუ ლიგის MVP-მ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა, შესაძლოა ჯრუ ჰოლიდეის ტრანსფერმა აღმოსავლეთ კონფერენციაში ძალათა თანაფარდობა კარგად გადაანაწილოს. ჯრუ ჰოლიდეის ხილვა ანტეტოკუნმპოს, კრის მიდლტონისა და ბრუკ ლოპესის გვერდით საინტერესო იქნება.
One of the three firsts Milwaukee is sending New Orleans in the Jrue Holiday trade is the Bucks’ first-rounder in Wednesday’s draft (number 24 overall), per league sources. The Pelicans already have the 13th overall pick in the first round.
— David Aldridge (@davidaldridgedc) November 17, 2020