ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს
ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ნიუ იორკის მერი ბილ დე ბალზიო წერს.

„ნიუ იორკელებო, მე ვესაუბრე ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საღამოს ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდება. ის ძალაში შევა 23:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 05:00 საათამდე“, – წერ ნიუ იორკის მერი.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დონალდ ტრამპმა ვიდეოკონფერენცია გამართა სხვადასხვა შტატის გუბერნატორებთან და მოუწოდა მათ, უფრო მეტი სიმკაცრე გამოიჩინონ იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კანონს არღვევენ.

25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას 26 შტატში საპროტესტო აქციები მოჰყვა. რიგ შემთხვევაში დემონსტრაციები ძალადობასა და მოროდიორობაში გადაიზარდა.