ნიუ იორკის პოლიციის უფროსმა დემონსტრანტებს ბოდიში მოუხადა
ნიუ იორკის პოლიციის უფროსმა დემონსტრანტებს ბოდიში მოუხადა

ნიუ იორკის პოლიციის უფროსმა, დერმოთ შეამ დემონსტრანტებს მოუბოდიშა. დერმოთ შეამ განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ, დაძაბულობის განმუხტვისთვის, აუცილებელია „შეცდომების აღიარება“.

„ბოდიშს ვიხდი. ხანდახან საუკეთესოებიც წაბორძიკებიან ხოლმე, ნიუ იორკელი პოლიციელების ქვეყანაში საუკეთესოები არიან. ბოდიშს ვიხდი თავაზიანობის დანაკლისისთვის, გადაჭარბებული ძალისთვის, არასათანადო ლექსიკისთვის და სხვა შეცდომებისთვის. ჩვენ ადამიანები ვართ. მე ვწუხვარ“, – განაცხადა ნიუ იორკის პოლიციის უფროსმა.

მან ასევე თქვა, რომ აშშ-ში ბოლო დღეებში გამართული საპროტესტო აქციების დროს, პოლიციელებიც ხშირად იყვნენ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

„თქვენ წუხხართ ამის გამო?“ – მიმართა პოლიციის უფროსმა დემონსტრანტებს.

აშშ-ში პოლიციის ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციები 10 დღეზე მეტია, არ წყდება. მომიტინგეები მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს, აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო პროტესტს გამოთქვამენ. აქციები რამდენჯერმე ძალადობაში გადაიზარდა.