ნიუ იორკის მერი ქალაქის სრულ გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს

11:13, 30.04.2021

ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლასიო პირველი ივლისიდან ქალაქის სრულ გახსნას გეგმავს. მისი თქმით, მზად არიან, რომ მაღაზიები, ოფისები და თეატრები სრული დატვირთვით ამოქმედდეს. ამის შესახებ მან ტელეეთერში განაცხადა.

დე ბლასიოს განცხადებით, მისი ოპტიმიზმის მთავარი საფუძველი ის არის, რომ 8,3 მილიონიან ქალაქში 6,3 მლნ დოზა ვაქცინა გაკეთდა.

„ვხედავთ, რომ ადამიანებმა ვაქცინის წარმოუდგენელი რაოდენობა მიიღეს. ამასთან, ვაქცინირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა“, – განაცხადა დე ბლასიომ.

მსგავსი