ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე გაანათეს. საზეიმო ცერემონიას ამერიკული ტელეკომპანიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.
როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე ხუთი მილის სიგრძის მანათობელი გირლიანდებით არის მორთული. მას „სვაროვსკის“ ვარსკვლავი ამშვენებს.
ნაძვის ხის განათების ცერემონიაში მონაწილეობდა ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო.
სადღესასწაულო კონცერტზე მაყურებლების წინაშე სხვა მომღერლებთან ერთად დაიანა როსი და ტონი ბენეტი წარდგნენ.