იტალიის სამთო კურორტ დობიაკოში სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) ეგიდით სამთო თხილამურებში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ქალები სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
პირველობა ორჯერ გათამაშდა. პირველ ჯერზე, ქართველმა ნინო წიკლაურმა ვერ შეძლო პირველი ცდის დასრულება და ჩასათვლელი დროის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ, დღის მეორე სტარტზე მესამე ადგილზე გავიდა. წიკლაურმა ორივე ცდაზე მესამე დრო აჩვენა, ჯამში წუთი და 25.35 წამი დააფიქსირა და პოდიუმის მესამე საფეხურზე მოხვდა.
ორივე სტარტზე გამარჯვება ნორვეგიელმა რიკე გასმან-ბროტმა მოიპოვა. ორივე ჯერზე მან ორ წამზე მეტი მოუგო უახლოეს მდევარს – ლატვიელ ლინე ბონდარეს. თავის მხრივ, ბალტიისპირელთან წიკლაურმა მხოლოდ შვიდი მეასედი წამი დათმო.