პეკინი 2022 | ნინო წიკლაური გიგანტურ სლალომში 34-ე იყო #1TVSPORT
პეკინი 2022 | ნინო წიკლაური გიგანტურ სლალომში 34-ე იყო #1TVSPORT

7 თებერვალს საქმეში ჩაერთო ოთხგზის ოლიმპიადის მონაწილე, სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური. გიგანტურ სლალომში ყოველ მონაწილეს ორი დაშვების უფლება ჰქონდა.

ნინო პირველ ცდაზე ფინიშთან 1:04.49 წუთში მივიდა, რაც 41-ე მაჩვენებელი იყო.

მეორე ცდაზე მან წუთობრივი მაჩვენებელი ვერა, თუმცა შედეგი გააუმჯობესა – 1:05.38, 35-ე ადგილი.

საბოლოოდ ქართველმა სამთო-მოთხილამურემ შეჯიბრება 34-ე პოზიციაზე დაასრულა (ჯამში 2:09.87 წუთი).

პირველობა არავის დაუთმო  შვედმა სარა ჰექტორმა, რომელიც ორი დაშვების ჯამში 1:55.69 წუთში ჩაეტია.