7 თებერვალს საქმეში ჩაერთო ოთხგზის ოლიმპიადის მონაწილე, სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური. გიგანტურ სლალომში ყოველ მონაწილეს ორი დაშვების უფლება ჰქონდა.
ნინო პირველ ცდაზე ფინიშთან 1:04.49 წუთში მივიდა, რაც 41-ე მაჩვენებელი იყო.
მეორე ცდაზე მან წუთობრივი მაჩვენებელი ვერა, თუმცა შედეგი გააუმჯობესა – 1:05.38, 35-ე ადგილი.
საბოლოოდ ქართველმა სამთო-მოთხილამურემ შეჯიბრება 34-ე პოზიციაზე დაასრულა (ჯამში 2:09.87 წუთი).
პირველობა არავის დაუთმო შვედმა სარა ჰექტორმა, რომელიც ორი დაშვების ჯამში 1:55.69 წუთში ჩაეტია.