ქართველი მოთხილამურეები პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრნენ #1TVSPORT
ქართველი მოთხილამურეები პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრნენ #1TVSPORT

დღეს, ჩინეთში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრნენ ქართველი მოთხილამურეები, პეკინი 2022-ის ლიცენზიანტები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე, ასევე მათი მწვრთნელი ივან ნარდი.

ნინო წიკლაურისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, სოსო ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს იასპარეზებს, სოსო ჯაფარიძე – 13-16 თებერვალს.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი