წიკლაური და ყვითელაშვილი პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები იქნებიან #1TVSPORT
მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნებიან საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეები 4 თებერვალს, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე.
საქართველოს ნაკრები თამაშებზე სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი:
ფიგურული ციგურაობა – მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა, ლუკა ბერულავა/კარინა საფინა, მარია კაზაკოვა/გიორგი რევია
სამთო თხილამურები – ნინო წიკლაური, სოსო ჯაფარიძე
ციგაობა – საბა ქუმარიტაშვილი