ნიკოლოზ ბასილაშვილმა უგო ბლანშე დაამარცხა და მურსიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უგო ბლანშე დაამარცხა და მურსიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთში, მურსიის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთლმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მერვედფინალში ბასილაშვილმა ფრანგი უგო ბლანშე ორ სეტში, 6:2, 7:5 დაამარცხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობა ქართველს ჰქონდა და მეტოქემ თავისი თამაშის ჩვენება ვერ შეძლო.

მურსიის ტურნირზე ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო.

ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მისი საუკეთესო შედეგი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში კი მე-16 ადგილი იყო.