ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში. რომის “მასტერსის” პირველ წრეში იტალიელი ფილიპო ბალდის დამარცხების წყალობით, ბასილაშვილმა ერთბაშად ცხრა პოზიცია მოიგო და TOP60-ში შევიდა. ამ მომენტისთვის, ქართველი 837 ქულით 65-ე ნომერია კლასიფიკაციაში.
ბასილაშვილს ამ კვირას ლიონის ტურნირში უნდა ეთამაშა, მაგრამ როლან გაროსის წინ დასვენება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი “დიდი სლემის” რიგით მეორე ტურნირს – საფრანგეთის ღია პირველობას ძირითად ბადეში დაიწყებს.