ნიკოლა სტერჯენი - ბორის ჯონსონის გეგმას, ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავიდეს, შოტლანდია დაბლოკავს
ნიკოლა სტერჯენი - ბორის ჯონსონის გეგმას, ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავიდეს, შოტლანდია დაბლოკავს

ბორის ჯონსონის გეგმას, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავიდეს, შოტლანდია დაბლოკავს, – ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენიმ „ტვიტერში“ დაწერა.

ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლა შოტლანდიას კატასტროფულ ზიანს მოუტანს. შოტლანდიის პირველი მინისტრის განცხადებით, შოტლანდიას დამოუკიდებლობის საფუძველზე საკუთარი მომავლის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეს და ეს ბორის ჯონსონმა და კონსერვატორებმა არ უნდა გააკეთონ.

„შეძლებისდაგვარად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასთან მუშაობის გზები განვსაზღვრო, რომელიც პატივს სცემს და იცავს შოტლანდიის ხედვებს და ინტერესებს“, – აღნიშნა ნიკოლა სტერჯენმა.

გაერთიანებული სამეფოს მომავალი პრემიერის ვინაობა დღეს „კონსერვატიული პარტიის“ სხდომაზე დაასახელეს. ბორის ჯონსონი ოფიციალურად თანამდებობას ხვალიდან დაიკავებს, მას შემდეგ რაც ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან აუდიენციას გამართავს.