ნიკლეშ ჯაინმა ანხელა ფრანკვს ხელი სთხოვა - საჭადრაკო ოლიმპიადის არაფორმალური მხარე
ინდოეთის წარმომადგენელმა ნიკლეშ ჯაინმა კოლუმბიელ ანხელა ფრანკვს ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე ტურის დაწყების წინ ხელი სთხოვა.
ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან მასპინძლობს. 6 ოქტომბრამდე ბათუმში 190 ქვეყნის წარმომადგენელი პირველობისთვის იბრძოლებს.
5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ლაშა ტალახაძე, ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი, ხოლო კუ „ბათუსა“ საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმაა.