ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელები აპირებენ 2020-21 წლების სეზონი შემცირებულ ფორმატში ჩაატარონ, – იტყობინება ESPN.
ლიგა და მოთამაშეთა პროფკავშირმა ოქტომბრის დასაწყისში გამოაცხადეს, რომ მათ გადაიტანეს მომავალი სეზონის დაწყების თარიღი პირველი დეკემბრიდან პირველ იანვარზე.
წყაროს ცნობით, NHL გეგმავს შემოკლებული სეზონის ჩატარებას და ტრადიციული 82 მატჩის ნაცვლად, თითო გუნდს მოუწევს რეგულარულ ჩემპიონატში 48 მატჩის თამაში. ამასთან, პლეი ოფის ფორმატი არ შეიცლება და მასში, ტრადიციულად, მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს.
ბოლოს, 48-მატჩიანი რეგულარული ჩემპიონატი 2012-13 წლების სეზონში გაიმართა, როცა გამოცხადდა ლოკაუტი ლიგასა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის უთანხმოების გამო.