ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ახალ სეზონში პირველად გამოავლინა კვირის საუკეთესო მოთამაშეები.
კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა “ტორონტოს” ამერიკელი ფორვარდი ოსტონ მეტიუსი. მან სამ მატჩში რვა ქულის (5 გოლი+3 პასი) დაგროვება შეძლო და სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა სიას.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო “ჩიკაგოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ჯონათან ტეივზმა. მის ანგარიშზე იყო 6 ქულა (5+1). ხუთი გოლიდან სამი “სენტ ლუისთან” მატჩზე” მოდის.
მესამე ვარსკლავია – “დალასის” მეკარე ბენ ბიშოპი. მან თავის გუნდს ორიდან ორი მატჩი მოაგებინა – 62-დან 61 დარტყმა მოიგერია.