ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ, თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი მოთამაშე დაასახელა. პირველ ვარსკვლავად ვინიპეგის ფორვარდი ნიკოლაი ელერსი დასახელდა, რომელმაც „ჩიკაგოსთან“ მატჩში (6:5) ჰეთ-თრიკი შეასრულა. დღის მეორე საუკეთესო მოთამაშე, არიზონას მეკარე ედინ ჰილი გახდა, მან პირველად კარიერაში, „ნეშვილთან“ თამაშში, საკუთარი კარი მშრალად შეინახა და ამასთანავე 29 დარტყმა მოიგერია. მესამე ვარსკვლავი „ტამპას“ რუსი თავდამსხმელი ნიკიტა კუჩეროვია, რომელმაც „ბაფალოსთან“ მატჩში (5:4) ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.