ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
პირველი ვარსკვლავი „ვინიპეგის“ ფორვარდი, მარკ შაიფლი გახდა. გასულ შვიდ დღეში, ოთხ ჩატარებულ მატჩში, მან რვა ქულა დააგროვა – ხუთი შაიბა გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი „არიზონას“ მეკარემ, ადინ ჰილმა მოიპოვა. 22 წლის გოლკიპერმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამივე მოიგო. სამიდან ერთ შეხვედრაში ჰილმა „შათაუტი“ შეასრულა.
კვირის მესამე ვარსკვლავად „ფლორიდას“ ფორვარდი ჯონათან იუბერდო დასახელდა. მის ანგარიშზე, ოთხ მატჩში 9 ქულა (2+7) იყო.