ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.
პირველი ვარსკვლავი გახდა “ვაშინგტონის” რუსი ფორვარდი ალექს ოვეჩკინი, რომელმაც შვიდი გოლის გატანა მოახერხა. მან ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი. ოვეჩკინს ჯამში 29 გოლი დაუგროვდა ამ სეზონში და ლიდერობს სნაიპერთა დავას.
კვირის მეორე ვარსკვლავია “ვინიპეგის” ფორვარდი მარკ შაიფლი. ის გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 11 ქულით (5+6), გარდა ამისა, ზედიზედ ორ მატჩში ოვერტაიმში გამარჯვების გოლი გაიტანა. შაიფლი 46 ქულით (21+25) მეხუთე ადგილზეა ბომბარდირთა სიაში.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო “ბაფალოს” ფორვარდმა ჯეკ აიკელმა, რომელმაც ოთხ მატჩში ცხრა ქულა (5+4) დააგროვა.