ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) სტენლის თასის 2020 წლის გათამაშება 30 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა „ნიუ იორკ პოსტის“ ჟურნალისტმა, ლარი ბრუქსმა.
NHL-ის გენერალური მენეჯერების შეკრებაზე ცნობილი გახდა, რომ საწვრთნელი ბანაკებში სპორტსმენები ორი კვირის განმავლობაში მოემზადებიან. გუნდები წინასწარ შერჩეულ ქალაქებში 23 ან 24 ივლისს გაემგზავრებიან და თითო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. ამის შემდეგ, 30 ივლისს სტენლის თასის საკვალიფიკაციო რაუნდი დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – არ დაასრულოს რეგულარული ჩემპიონატი და პირდაპირ გადაერთოს პლეი ოფზე, რომელშიც ჩვეული 16 გუნდის ნაცვლად, 24 გუნდი ითამაშებს.
ელოდებიან, რომ საწვრთნელი ბანაკი 10 ივლისს გაიხსნება.