ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ მორიგი სათამაშო დღის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.
პირველი ვარსკვლავი გახდა “ფლორიდას” მეკარე რობერტო ლუონგო. “პანტერზმა” 5:0 დაამარცხა “ბოსტონი”. კანადელმა მეკარემ 33 დარტყმა მოიგერია და შათაუტი შეასრულა.
დღის მეორე ვარსკვლავია “კალგარის” ფორვარდი ჯონი გოდრო, რომელმაც ორი შაიბა გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა “კოლამბუსთან” 9:6 მოგებულ მატჩში.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო “პიტსბურგის” ფორვარდს პატრიკ ჰორნკვისტს, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა “კოლორადოსთან” შეხვედრაში (6:3). ეს იყო “პიტსბურგის” ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი – შვედმა სამი გოლის გატანას ორი წუთი და 47 წამი მოანდომა.
დღის შედეგები:
აილენდერსი-ვინიპეგი 1:3 (0:0, 0:0, 1:3)
პიტსბურგი-კოლორადო 6:3 (3:0, 0:3, 3:0)
ფლორიდა-ბოსტონი 5:0 (0:0, 4:0, 1:0)
კოლამბუსი-კალგარი 6:9 (3:1, 2:5, 1:3)
ბაფალო-ტორონტო 3:4 (ო) (0:0, 1:2, 2:1, 0:1)
დეტროიტი-ტამპა ბეი 5:6 (ბ) (2:0, 2:3, 1:2, 0:0, 1:2)
მონრეალი-ოტავა 5:2 (1:0, 3:1, 1:1)
ვანკუვერი-მინესოტა 2:3 (1:1, 1:2, 0:0)
ვეგასი-ვაშინგტონი 5:3 (1:1, 0:1, 4:1)
ლოს ანჯელესი-არიზონა 1:2 (0:1, 0:1, 1:0)