ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი კომპანია Netflix-ის დოკუმენტური მინი-სერიალის გმირი გახდება.
სერიალში საარქივო ვიდეოჩანაწერების გამოყენებით მოთხრობილი იქნება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელის საფეხბურთო გზაზე. მაყურებელი ასევე ნახავს თავად ბექჰემის, მისი ნათესავებისა და სხვა ადამიანების ინტერვიუებს.
პროექტის რეჟისორი და აღმასრულებელი პროდუსერი იქნება ფიშერ სტივენსი ჯონ ბატსეკთან თანამშრომლობით.
Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, სერიალის ერთ-ერთი თემა იქნება ცოლისთვის ბექჰემის ღალატის გარშემო სკანდალები.
ბექჰემის შესახებ მინი-სერიალის გამოსვლის საორიენტაციო თარიღი არ სახელდება.