ბექჰემმა მესი თავის საყვარელ ფეხბურთელად დაასახელა #1TVSPORT
ბექჰემმა მესი თავის საყვარელ ფეხბურთელად დაასახელა #1TVSPORT

ლეგენდარულ ინგლისელ ნახევარმცველს, დევიდ ბექჰემს ლიონელ მესი საყვარელ ფეხბურთელად მიაჩნია.

– საყვარელ მოთამაშედ შეიძლება დავასახელო მესი. ის თავისუფლად თამაშობს. მისი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე, თამაში თავისი გუნდისთვის და ქვეყნისთვის, გამარჯვება – დაუჯერებელი მომენტია. მიყვარს მისი ყაიდის ფეხბურთელებზე დაკვირვება.

– მესი საუკეთესოა ისტორიაში?

– არ ვიცი. ვიტყოდი, რომ ლეომ ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია და თავისი დიადი კარიერის დასრულება მსოფლიო თასით შეუძლია. თუმცა მისი კარიერა ჯერ არ დასრულებულა, ის კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს. ლეო ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელია ისტორიაში.