Netflix-ი ვინისიუსზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს #1TVSPORT
Netflix-ი ვინისიუსზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს #1TVSPORT

კომპანია Netflix-მა დააანონსა დოკუმენტური ფილმის გამოსვლა, რომელიც მადრიდის „რეალის“ შემტევს, ვინისიუს ჟუნიორს მიეძღვნება.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ცხოვრების შესახებ სურათის პრემიერა 2025 წლისთვის არის ნავარაუდევი.

„2025 წელს გამოვა დოკუმენტური ფილმი ვინისიუსის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა მსოფლიო ფეხბურთში“, – წერია Netflix-ის განცხადებაში.

ფილმში მოყოლილი იქნება 22 წლის ფეხბურთელის ესპანურ კარიერაში წინსვლისა და ჩავარდნის პერიოდებზე, მათ შორის რასისტულ შეურაცხყოფებზე, რომლის მსხვერპლიც ვინისიუსი არაერთხელ გახდა.